ფასები

SimpleLogin ღია კოდის მქონე პროგრამაა, რომელსაც საკუთარი თავის დაჰოსტვა შეუძლია და 100%-ით საზოგადოების მიერაა დაფინანსებული. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს, არ დაგდევთ და არ გაჩვენებთ რეკლამას. SimpleLogin ახალი ფუნქციების დამატებისა და სერვისის გაშვებულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის თქვენს მხარდაჭერას ეყრდნობა.

უფასო

$0

  • 10 ფსევდონიმი
  • შეუზღუდავი გამტარობა
  • განუსაზღვრელი პასუხი/გაგზავნა ფსევდონიმით
  • 1 საფოსტო ყუთი
  • ბრაუზერის გაფართოებები
    Chrome, Firefox და Safari
  • iOS-ის და Android-ის აპები
  • დაიცავით თქვენი ანგარიში TOTP-ით ან/და WebAuthn-ით (FIDO)
  • შედით SimpleLogin-ით

პრემიუმი

$30/წელი
ან გადაიხდით $4-ს თვეში ერთხელ
  • ყველაფერი უფასო ტარიფში
  • ფსევდონიმების განუსაზღვრელი რაოდენობა
  • მომხმარებლის დომენების განუსაზღვრელი რაოდენობა
    მოიტანეთ თქვენი დომენი contact@your-domain.com ტიპის ფსევდონიმების შესაქმნელად
  • ყველას-ჩაჭერის (ან ვაილდკარდის) დომენი
  • გაგზავნეთ ახალი ელფოსტა თქვენი ფსევდონიმით
    შეგიძლიათ, შექმნათ შებრუნებული-ფსევდონიმი და ახალ კონტაქტს ელფოსტა მისწეროთ.
  • 5 ქვედომენი ახალი
  • 50 საქაღალდე/მომხმარებლის სახელი
  • საფოსტო ყუთების განუსაზღვრელი რაოდენობა
  • PGP დაშიფვრა

რას ამბობს ხალხი SimpleLogin-ის შესახებ

SimpleLogin საუკეთესიოა, რაც ცხოვრებაში დამმართნია (და ვთვლი, რომ იგივე ეხება ყველას, ვინც ის გამოსცადა :) ). მას ძირითადად ჩემი ძირითადი ელფოსტის დასაცავად ვიყენებ კომპანიებისგან, რომლებიც GDPR-ს პატივს არ სცემენ, ან ვერ შევაწუხებ.

Verum Rex

SimpleLogin-ს თითქმის წელიწადია, ვიყენებ. ძალიან მეხმარება და კარგად წყვილდება ProtonMail-თან, დამატებითი კონფიდენციალობის და იდენტიფიკაციის უსაფრთხოებით.

Beatriz

SimpleLogin ერთ-ერთი პროგრამაა, რომელსაც ხშირად ვიყენებ კონფიდენციალობისა და უსაფრთხოებისთვის.

ფასიანი სატარიფო გეგმა მყისიერ წვდომას გაძლევთ მომხმარებლის დომენებთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მართოთ თქვენი დომენები ყველას-ჩაჭერის წესებით, მაგალითად და გამოიყენოთ ისინი მაშინ, როცა დაგჭირდებათ.

ძირითადი მოგება, რომელსაც ისეთი ელფოსტების გამოყენებით, როგორსაც SimpleLogin გთავაზობთ, მიიღებთ მონაცემების გაჟონვის შემთხვევაში, ჰაკერები თქვენს დანარჩენ ელფოსტის მსიაამრთებს ვერ იპოვიან, რადგან თითოეული ანგარიშისთვის სხვა ფსევდონიმი გექნებოდათ.

გაჟონვა კი **ყოველდღე** ხდება. როცა თქვენი ელფოსტის მისამართს გაიგებენ, ის იქ სამუდამოდ დარჩება და მას ვერ დაბრუნებთ.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ფსევდონიმით გაგზავნა პირდაპირ თქვენი ელფოსტის მომწოდებლიდან (Gmail, ProtoMail ან რამე მსგავსი) შეგიძლიათ, რათა დაიცვათ კონფიდენციალობა მაშინ, როცა ხალხს ელფოსტით ელაპარაკებით.

მე **რეკომენდაციას ვუწევ** SimpleLogin-ის გამოყენებას და ასევე **გირჩევთ**, ფასიანი სატარიფო გეგმა შეიძინოთ. მათ სერვისს ბოლო რამდენიმე თვეა ვიყენებ და მართლა შემიძლია, მათ რეკომენდაცია გავუწიო.

Maxime Desalle

კარგა ხანია SimpleLogin-ს ვიყენებ და მე მიყვარს ის, განსაკუთრებით მისი კონფიდენციალობზე ყურადღებამიპყრობილი დიზაინით!

Yuko Fukushima

ნამდვილად რეკომენდებულია ელფოსტის მოყვარულებისთვის. ძალიან სასარგებლოა, როცა საქმე კონფიდენციალობამდე მიდის. ის რაც SL-ს წარმოაჩენს, არის ის, რომ შეგიძლიათ ამ ელფოსტებს უპასუხოთ. ასე გააგრძელე, შვილო!

Minh-Duc Do

SL შემდეგია DNS ბრანდმაუერის და პაროლების მმართველების შემდეგ მნიშვნელოვანი სერვისებიდან, რომელიც შეგიძლიათ (და უნდა!) გამოიყენოთ თქვენი კონფიდენციალობის დონის ასაწევად! მე მიყვარს SL და მას ყოველდღიურად ვიყენებ. ყველა ჩემი ელფოსტა იშიფრება და მისამართდება ჩემს ProtonMail-ზე PGP დაშიფვრით. მის გარეშე, ინტერნეტი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

Atmos Black

SimpleLogin-ს კარგა ხანია ვიყენებ. გადასარევი ბრაუზერის გაფართოებაა. ადვილია და დამატებითი კონფიდენციალობა იმით, რომ ყველგან თქვენი ელფოსტის მისამართის გამოყენება არ მოგიწევთ

Craig Bensemann

უკვე წლებია ვიყენებ. შემქმნელი საკმაოდ თავაზიანია. პროდუქტი 10-დან 10-ს იმსახურებს იმაში, რასაც აკეთებს. ასევე ძალიან იაფია. მას ყელა ჩემი ელფოსტისთვის ვიყენებ. ძალიან საიმედო და ადვილი მოსარგებია ჩემს დომენთან. მართლა ძალიან კარგია.

Lucas

ერთი წლის წინ მე გადავწყვიტე, გამომეყენებინა SimpleLogin, რათა შემეზღუდა ჩემი ონლაინ წარდგენა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამეუმჯობესებინა ჩემი კონფიდენციალობა, სხვა რამებთან ერტად. ფსევდონიმების მართვის სიმარტივე გადასარევია და ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ თუ/როცა ელფოსტის ფსევდონიმი გამჟღავნდება ან დაისპამება, მე, უბრალოდ, შემიძლია მოვკლა ის ერთი ღილაკით და არ ვებრძოლო ელფოსტას, რომელიც არ მინდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორ მუშაობს ის ჩემთვის.

Bean

SimpleLogin შარშან აღმოვაჩნე და ფასიანი ვერსიაც შევიძინე, სანამ საცდელი ვერსია ამოიწურებოდა. ჩემის აზრით ის პირველი გადაწყვეტილებაა თავის კლასში, რომელიც თავიდანვე ყველაფერს მოიცავდა. მე განსაკუთრებულად მინდა, მხარდაჭერის გუნდის სწრაფი რეაქცია აღვნიშნო, პასუხებისთვის და მომხმარებლის დომენებისთვის. მეორე ფუნქციის არსებობის გამო, მე შევძელი, ჩემი ყველაფრის-ჩაჭერის ელფოსტის დომენი SimpleLogin-ზე გადამეტანა და მომეკლა ზოგიერთი გატეხილი ფსევდონიმი, რომლებსაც, მხოლოდ, სპამერები იყენებდნენ.

ერთად-ერთი, რაც მინდოდა, იყო ჩაშენება პაროლების მმართველებში (განსაკუთრებით, Bitwarden). მაგრამ ეს SimpleLogin-ის პრობლემა ნამდვილად არაა.

აუ და ვახსენე, რომ მისი კოდი სრულად ღიაა და დოკუმენტაციაც მოჰყვება მათთვის, ვისაც მისი გაშვება თავისთვის უნდა?

Jan V.

ხშირად დასმული კითხვები

როცა თქვენი გამოწერა დასრულდება, ყველა ფსევდონიმი, რომელიც შექმნენით, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ორივე, გასაგზავნადაც და მისაღებადაც. უფრო კონკრეტულად:
- ყველა ფსევდონიმი/დომენი/საქაღალდე/საფოსტო ყუთი, რომელიც შექმენით, დარჩება და შეგეძლებათ, გამოიყენოთ.
- არ შეგეძლებათ, ახალი ფსევდონიმები შექმნათ, თუ გადააცილეთ უფასო სატარიფო გეგმის ლიმიტს (10).
- რადგანი ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ყველაფრის-ჩაჭერა ან კატალოგი, უფლებას გაძლევთ, ფსევდონიმები მუშაობისას შექმნათ, იმ ფსევდონიმებს ვერ შექმნით, თუ 10-ზე მეტი ფსევდონიმი უკვე გაქვთ.
- არ შეგიძლიათ, დაამატოთ ახალი დომენი, კატალოგი ან საფოსტო ყუთი.

მაგალითად, თუ გაქვთ 100-ზე მეტი ფსევდონიმი იმ დროისთვის, როცა გამოწერის ვადა ამოიწურება, ეს 100 ფსევდონიმი ჩვეულებრივ გააგრძელებს ელფოსტების მიღებას და გაგზავნას, მაგრამ ახალ ფსევდონიმებს ვრე შეცვლით.

თუ გაქვთ უფასო სატარიფო გეგმა, ახალი ფსევდონიმების შექმნა, როცა მათ მაქსიმალურ რაოდენობას (10) მიაღწევთ, შეუძლებელია.
ფსევდონიმებს, რომლებიც ავტომატურად შეიქმნებოდა ყველას-ჩაჭერის დომენით ან კატალოგის ფუნქციით, ასევე ვერ შექმნით.

გთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ან უფასო ფასიან ვერსიას:
- სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლების სასწავლო დაწესებულებაში მუშაობენ
- აქტივისტები, დისიდენტები და ჟურნალისტები
- საქველმოქმედო ორგანიზები
მოგვწერეთ ელფოსტა მისამართზე support@simplelogin.zendesk.com--ზე მეტი ინფორმაციისთვის.

ადრე უფასო ფასიან ანგარიშები გვქონდა სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს პროგრამა 2017 წლის 17 ივლისს დასრულდა. დაიმახსოვრეთ, რომე ს არ ეხება არსებულ ანგარიშებს, რომლებმაც უკვე მიიღეს სარგებელი ამ პროგრამით და მოთხოვნები ამ თარიღამდე გააგზავნეთ.

ჩვენ ვიყენებთ Paddle-ს საკრედიტო ბარათიდან ან PayPal-ით გადახდისას. Paddle-ს, ამჟამად, შემდეგი გადახდის მეთოდების მხარდაჭერა აქვს:

  • Mastercard
  • Visa
  • PayPal
  • Apple Pay
  • Wire Transfers (ACH/SEPA/BACS)
  • Maestro
  • American Express
  • Discover
  • Diners Club
  • JCB
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ გვერდზე Paddle-ის მიერ მხარდაჭერილი გადახდის მეთოდები.
კრიპტოვალუტით გადასახდელად, ჩვენ ვყენებთCoinbase Commerce-ს, რომელსაც ამჟამად შემდეგი კრიპტოს მხარდაჭერა აქვს: Bitcoin, Bitcoin Cash, Dai, Ethereum, Litecoin and USD Coin. მომავალში, Monero-ის მხარდაჭერასაც ვაპირებთ. ახლა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე support@singlelogin.zendesk.com, თუ ამ კრიპტოვალუტის გამოყენება გნებავთ.

არა, ჩვენ არ გვაქვს ფულის დაბრუნების პოლიტიკა, რადგან SimpleLogin-ს აქვს გამოსაცდელი პერიოდი, როცა ყველა ფასიანი ფუნქცია შეგიძლიათ, სცადოთ.

არა, ჩვენ არ გვაქვს საოჯახო გეგმა, მაგრამ გთავაზობთ 30%-იან შემცირებას დამატებითი გამოწერებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე support@simplelogin.zendesk.com.

დიახ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ SimpleLogin-ის კუპონი ProxyStore-ზე, ჩვენს ოფიციალურ გამყიდველზე.