ხშირად დასმული კითხვები
ტექნ. კითხვები
მიმდინარე ლიმიტია 25მბ. დიდი გასაგზავნი ფაილებისთვის, გირჩევთ, ის სადმე ასატვირთ სერვისე ააგდოთ და მის მაგიერ ბმული გააგზავნოთ. ფაილების გაზიარების სერვისები, რომლებიც კონფიდენციალობას ითვალისწინებენ
კიდევ ერთი მიზეზი ამ შეზღუდვის ქონისა ისაა, რომ PGP-ით დაშიფვრა მძიმე პროცესია და უფრო დიდი ფაილის დაშვება SimpleLogin-ის სერვერებს კიდევ უფრო მეტად დატვირთავდა.
როცა ფსევდონიმს წაშლით, ის გლობალურ სანაგვე ყუთში ხვდება და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მისი თავიდან გამოყენება შეუძლებელი იყოს. ყველა ისტორიული ინფორმაცია ამ ფსევდონიმის შესახებ (ანგარიში, ვინ შექმნა, ფსევდონიმის კონტაქტები და ა.შ.) წაიშლება, რათა პატივი ვცეთ თქვენს კონფიდენციალობას.
ეს ეხება ყველა ფსევდონიმს, რომელიც SimpleLogin-ის დომენებით შეიქმნა.
ამავე დროს, თქვენი დომენით შექმნილი ფსევდონიმები შეგიძლიათ აღადგინოთ..
ჩვენი PGP გასაღებები PGP გასაღებების გვერდზე შეგიძლიათ, იპოვოთ. თუ ჩართავთ PGP-ს, ყველა ელფოსტა ხელმოწერილი იქნება signer@simplelogin.io გასაღებით.
მორგების გვერდის ბოლოში შეგიძლიათ, თქვენი ანგარიში წაშალოთ. ეს ოპერაცია შეუქცევადია და თქვენს მონაცემებს ვეღარ აღადგენთ.
მოკლე პასუხია, დიახ, შეგიძლიათ. ჩვენ ელფოსტის ფსევდონიმებს საქმეში ვიყენებთ, ჩვენი გადასახადებისთვის, ბანკების ოპერაციების და ჯერჯერობით ყველაფერი გადასარევადაა :).
გრძელი პასუხია, რომ ელფოსტის პროტოკოლი ძალიან ბევრ დაცვას შეიცავს, რომ ელფოსტა არასდროს დაიკარგოს. თუ SimpleLogin-ს არ შეუძლია, ელფოსტა თქვენს საფოსტო ყუთამდე მოიტანოს, ჩვენ მოგწერთ, რომ შესაბამისი ქმედება განახორციელოთ. ასევე შეგიძლიათ, მოირგოთ დამხმარე საფოსტო ყუთი ძირითადთან ერთად, რათა მეორე მარქაფად გამოიყენოთ.
ზოგადი კითხვები
ელფოსტის ფსევდონიმი ელფოსტის გადაგზავნის მსგავსი სერვისია. ყველა ელფოსტა, რომელსაც ფსევდონიმზე გამოგიგზავნიან, თქვენს საფოსტო ყუთში აღმოჩნდება.
SimpleLogin-ის ტექნოლოგიების დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ, ელფოსტა ფსევდონიმიდანაც გააგზავნოთ.
თქვენი კონტაქტისთვის ფსევდონიმი თქვენი ელფოსტის მისამართია. ელფოსტის ფსევდონიმების შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ ვებგვერდზე , რა არის ელფოსტის ფსევდონიმი.
ელფოსტის ქვედამისამართება, ასევე ცნობილი, როგორც პლუს (+) ხრიკი, პოპულარიზებული Gmail-ის და მხარდაჭერილი ზოგიერთი ელფოსტის სერვისის მიერ, საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ახალი ელფოსტის მისამართები თქვენს მიმდინარე ელფოსტაზე '+'-ის მიწერით. ვთქვათ, თქვენი ელფოსტის მისამართია name@proton.me. შეგიძლიათ, ახალი ისეთი მისამართები შექმნათ, როგორიცაა name+facebook@proton.me Facebook-სთვის, name+groupon@proton.me Groupon-სთვის და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ პრაქტიკულია, ამ მიდგომას უარყოფითი მხარეებიც აქვს:
- თქვენ ვერ უპასუხებთ + მისამართიდან, გამომგზავნად თქვენი ელფოსტის მისამართი გამოჩნდება.
- ხრიკი '+' კარგადაა ცნობილი და ზოგიერთი ვებგვერდი ასეთი ელფოსტიდან რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.
- + ხრიკის გამოყენება თქვენს კონფიდენციალობას არ დაიცავს: შეუძლიათ, ელფოსტას + ნაწილი მოაცილონ და ხელთ თქვენი ელფოსტა შერჩებათ. თუ თქვენი + მისამართი გაჟონილ მონაცემებში აღმოჩნდა, თქვენი ნამდვილი მისამართი, დიდი ალბათობით, ასევე სპამერების ხელშია. გაჟონილ ელფოსტებში ძებნისთვის გამოიყენეთ ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა, მაგალითად: Have I been pwned.
- + ნაწილის წაშლის შემდეგ რეკლამის დამგზავნებს შეუძლიათ, ეს + მისამართები დააკავშირონ და, შედეგად, თქვენი ბრაუზერის ისტორია დაადგინონ.
SimpleLogin-ის ფსევდონიმებს ეს უარყოფითი მხარეები არ გააჩნიათ. +-ის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე იხილეთ რა აქცევს ელფოსტის ფსევდონიმს პლუს (+) ნიშნიან ელფოსტაზე უკეთს ალტერნატივად
SimpleLogin ყველაზე მოწინავე ელფოსტის ფსევდონიმის გადაწყვეტლებაა და მისი შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მოცემულია სხვაობები SimpleLogin-სა და სხვა ელფოსტის გადამისამართების/ფსევდონიმის სერვისებს შორის:
- სრულად ღია კოდი: ორივეს კოდი, SimpleLogin-ის სერვერისაც და კლიენტისაც, (ბრაუზერის გაფართოება, JS ბიბლიოთეკა, მობილური აპები) ღიაა, ასე რომ, მისი შეცვლა და შემოწმება ნებისმიერს შეუძლია.
- მოიცავს ყველა ძირითად პლატფორმას: Chrome/Firefox/Safari-ის გაფართოებები კომპიუტერის, iOS და Android მოწყობილობებისთვის.
- ერთადერთი ელფოსტის გადაგზავნის გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი თავის დაჰოსტვა შეუძლია, ანუ, SimpleLogin-ი შეგიძლიათ თქვენსავე სერვერზე გაუშვათ. ჩვენი დეტალური დოკუმენტაციით და კომპონენტების უმეტესობით, რომლებიც Docker-ის კონტეინერებში ეშვება ყველას, ვისაც SSH-ზე ვდომა აქვს, შეუძლია, SimpleLogin თავიანთ სერვერზე გაუშვას.
- შეგიძლიათ, უპასუხოთ/გააგზავნოთ ელფოსტა ფსევდონიმით. პასუხების/გაგზავნების რაოდენობა შეზღუდული არაა.
- განუსაზღვრელი გამტარობა.
- რეკლამისა და ტრეკერების გარეშე.
- ის, არა მხოლოდ, უბრალოდ, ელფოსტის ფსევდონიმია. SimpleLogin-ს ასევე კონფიდენციალობაზე-ორიენტირებული და პროგრამისტისთვის ადვილი იდენტიფიკატორის მომწოდებელია:
- პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალობას
- მარტივია პროგრამისტებისთვის.
SimpleLogin გთავაზობთ კონფიდენციალობაზე ფოკუსის მქონე ალტერნატივას "Facebook/Google/Apple-ის ღილაკით შესვლისთვის'. - ფუნქციები: ბრაუზერის გააფრთოება, მომხმარებლის დომენი, ყველას-ჩაჭერის ფსევდონიმი, OAith-ის ბიბლიოთეკები და ა.შ. მომავალში მეტს დავამატებთ.
- რას ვაპირებთ, შეგიძლიათ GitHub-ზე იხილოთ: ნახავთ, რაზე ვმუშაობთ.
SimpleLogin-ის ფსევდონიმები, მუდმივია, ისეთი დროებითი ელფოსტის მისამართებისგან განსხვავებით, როგორიცააtemp-mail.org,10minutemail.net და სხვ.
ასევე, SimpleLogin არ ინახავს ელფოსტებს. ის თქვენს საფოსტო ყუთში ინახება.
SimpleLogin, უბრალოდ, სხვა პროდუქტია სხვა მოთხოვნებისთვის.
ჩვენი შემოსავალი მხოლოდ გამოწერებიდანაა, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ყოველთვის რეკლამების გარეშე იქნება.
ეს ორი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ფსევდონიმები ეგრევე შექმნათ, რაც ნიშნავს, რომ ახალი ფსევდონიმის შესაქმნელად SimpleLogin-ის გახსნა არ დაგჭირდებათ.
ჩართეთ ყველას ჩაჭერის ფუნქცია თქვენს დომენზე, რს შემდეგაც შეგეძელებათ, რაცგნებავთ@my-domain.com> მისამართი გამოიყენოთ, სადაც რაცგნებავთ ნებისმიერი სიტყვაა, რომელიც, მხოლოდ, 128 სიმბოლოთია შეზღუდული.
ფსევდონიმების კატალოგი ყველაფრის-ჩაჭერის მსგავსია, შეგიძლიათ, ფსევდონიმად თქვენი_კატალოგი+რაცგნებავთ@simplelogin.co გამოიყენოთ. თქვენი_კატალოგი კატალოგის სახელია, რომელსაც შექმნით.
შეგიძლიათ, პირდაპირ თქვენი ელფოსტის კლიენტიდან უპასუხოთ. უბრალოდ, დააწკაპუნეთ 'პასუხის' ღილაკზე და თქვენი პასუხი SimpleLogin-ით გადაიგზავნება და ის თქვენს ელფოსტას თქვენი ფსევდონიმით შეცვლით. თქვენი პირადი ელფოსტა გამომგზავნისთვის უჩინარი დარჩება.
ტექნიკურად თავსართი From თქვენს ელფოსტაში სპეციალური ფსევდონიმით ჩანაცვლდება, რომელიც თითოეული გამგზავნისთვის ცალ-ცალკე გენერირდება. როცა პასუხობთ, თქვენი პასუხი სინამდვილეში სპეციალურ ფსევდონიმზე იგზავნება და SimpleLogin-ი მას გამომგზავნს, უბრალოდ, გადაუგზავნის, რითაც გამომგზავნი მისამართი თქვენი ფსევდონიმით ჩანაცვლდება. ამ პროცესში წაიშლება ინფორმაცია თქვენი პირადი ელფოსტის შესახებ.
უკუფსევდონიმი სპეციალური ფსევდონიმია, რომელიც თქვენი ფსევდონიმით ელფოსტის გაგზავნის საშუალებას გაძლევთ.
უკუფსევდონიმი თითოეული იმ ფსევდონიმისთვის იქმნება, რომლიდანაც ელფოსტის გაგზავნა გნებავთ და თითოეული კონტაქტისთვის, რომლისთვისაც ელფოსტის გაგზავნა გნებავთ.
როცა ელფოსტას უკუფსევდონიმზე თქვენი პირადი ელფოსტიდან გააგზავნით, ელფოსტა კონტაქტს ფსევდონიმისგან მიუვა.
როგორც ნორმალური ელფოსტის მისამართი, ფსევდონიმი მანამდე იარსებებს, სანამ არ წაშლით.
ჩვენ ვიყენებთ სერვერებს Proton-დან და UpCloud-დან, რომელიც ფინური ღრუბლოვანი მომწოდებელია.
SimpleLogin-ში შეგიძლიათ, თქვენი საკუთარი დომენები შემოიტანოთ და დაამატოთ ისეთი ფსევდონიმები, როგორიცაა contact@your-domain.com,hi@your-domain.com.
როგორც, ალბათ, უვე მიხვდით, SimpleLogin-ისს გამოყენება თქვენი სამსახურის ელფოსტებისთვისაც შეგიძლიათ, Google Workspace-ის მაგვარი ძვირიანი სერვისების გარეშე.
ყველა ჩვენი საქმიანი ელფოსტა (მაგ: contact@simplelogin.io), სინამდვილეში ფსევდონიმია. 🤫
ხშირად დასმული კითხვების პოვნახდკ-ის გვერდზე შეგიძლიათ.
თუ პასუხს ვერ იპოვით, მოგვწერეთ მისამართზეsupport@simplelogin.zendesk.com.
ასევე შეგიძლიათ, თემა GitHub-ის პრობლემების სექცციაშიც გახსნათ.
პარტნიორის/პროგრამისტის კთხვები
იცოდით, რომ Facebook და Google ამ ღილაკებს თქვენი მომხმარებლების ტრეკინგისთვის იყენებენ, რათა უფრო პერსონალიზებული რეკლამა აჩვენონ?
რადგან SimpleLogin-ის საწვავი რეკლამებიდან არ მოდის და მომხმარებლებს თავიანთ მონაცემებზე სრულ წვდომას აძლევს, ჩვენ არ ვაგზავნით და არ ვიყენებთ თქვენი მომხმარებლების მონაცემებს.
SimpleLogin-ის კოდი სრულად ღიაა და GitHub-ზეა ხელმისაწვდომი.
ყველას შეუძლია, გადაამოწმოს კოდი ან საკუთარი SimpleLogin სერვერი ააწყოს.
SimpleLogin-ის შემოსავალი გამჭვირვალე და მდგრად მოდელს ეყრდნობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჯერ-კონფიდენციალობაზე დაფუძნებული და ტრეკერებისგან თავისუფალი პროდუქტი ვიქონიოთ.
რა თქმა უნდა! ჩვენ ეს ვებ-პლატფორმა, უბრალოდ, იმიტომ დავიწყეთ, რომ ისინი შეიძლება, მობილური აპისთვის იქნეს გამოყენებული, ან Android WebView-ით, ან IOS UIWebView-ით.
ვგეგმავთ, მოგაწოდოთ SDK, მაგალითებით, Android-სთვის, iOS-სთვის და Windows-სთვის. დარჩით ჩვენთან ერთად!
კითხვები ტარიფის/ფასების შესახებ
როცა თქვენი გამოწერა დასრულდება, ყველა ფსევდონიმი, რომელიც შექმნენით, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ორივე, გასაგზავნადაც და მისაღებადაც. უფრო კონკრეტულად:
- ყველა ფსევდონიმი/დომენი/საქაღალდე/საფოსტო ყუთი, რომელიც შექმენით, დარჩება და შეგეძლებათ, გამოიყენოთ.
- არ შეგეძლებათ, ახალი ფსევდონიმები შექმნათ, თუ გადააცილეთ უფასო სატარიფო გეგმის ლიმიტს (10).
- რადგანი ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ყველაფრის-ჩაჭერა ან კატალოგი, უფლებას გაძლევთ, ფსევდონიმები მუშაობისას შექმნათ, იმ ფსევდონიმებს ვერ შექმნით, თუ 10-ზე მეტი ფსევდონიმი უკვე გაქვთ.
- არ შეგიძლიათ, დაამატოთ ახალი დომენი, კატალოგი ან საფოსტო ყუთი.
მაგალითად, თუ გაქვთ 100-ზე მეტი ფსევდონიმი იმ დროისთვის, როცა გამოწერის ვადა ამოიწურება, ეს 100 ფსევდონიმი ჩვეულებრივ გააგრძელებს ელფოსტების მიღებას და გაგზავნას, მაგრამ ახალ ფსევდონიმებს ვრე შეცვლით.
თუ გაქვთ უფასო სატარიფო გეგმა, ახალი ფსევდონიმების შექმნა, როცა მათ მაქსიმალურ რაოდენობას (10) მიაღწევთ, შეუძლებელია.
ფსევდონიმებს, რომლებიც ავტომატურად შეიქმნებოდა ყველას-ჩაჭერის დომენით ან კატალოგის ფუნქციით, ასევე ვერ შექმნით.
გთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ან უფასო ფასიან ვერსიას:
- სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლების სასწავლო დაწესებულებაში მუშაობენ
- აქტივისტები, დისიდენტები და ჟურნალისტები
- საქველმოქმედო ორგანიზები
მოგვწერეთ ელფოსტა მისამართზე support@simplelogin.zendesk.com--ზე მეტი ინფორმაციისთვის.
ადრე უფასო ფასიან ანგარიშები გვქონდა სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს პროგრამა 2017 წლის 17 ივლისს დასრულდა. დაიმახსოვრეთ, რომე ს არ ეხება არსებულ ანგარიშებს, რომლებმაც უკვე მიიღეს სარგებელი ამ პროგრამით და მოთხოვნები ამ თარიღამდე გააგზავნეთ.
ჩვენ ვიყენებთ Paddle-ს საკრედიტო ბარათიდან ან PayPal-ით გადახდისას. Paddle-ს, ამჟამად, შემდეგი გადახდის მეთოდების მხარდაჭერა აქვს:
- Mastercard
- Visa
- PayPal
- Apple Pay
- Wire Transfers (ACH/SEPA/BACS)
- Maestro
- American Express
- Discover
- Diners Club
- JCB
კრიპტოვალუტით გადასახდელად, ჩვენ ვყენებთCoinbase Commerce-ს, რომელსაც ამჟამად შემდეგი კრიპტოს მხარდაჭერა აქვს: Bitcoin, Bitcoin Cash, Dai, Ethereum, Litecoin and USD Coin. მომავალში, Monero-ის მხარდაჭერასაც ვაპირებთ. ახლა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე support@singlelogin.zendesk.com, თუ ამ კრიპტოვალუტის გამოყენება გნებავთ.
არა, ჩვენ არ გვაქვს ფულის დაბრუნების პოლიტიკა, რადგან SimpleLogin-ს აქვს გამოსაცდელი პერიოდი, როცა ყველა ფასიანი ფუნქცია შეგიძლიათ, სცადოთ.
არა, ჩვენ არ გვაქვს საოჯახო გეგმა, მაგრამ გთავაზობთ 30%-იან შემცირებას დამატებითი გამოწერებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე support@simplelogin.zendesk.com.
დიახ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ SimpleLogin-ის კუპონი ProxyStore-ზე, ჩვენს ოფიციალურ გამყიდველზე.